თბილისი (GBC) - 2022 წელს 11 ბანკი 2.1 მილიარდი ლარის მოგებით ასრულებს.

ზარალზე რჩება 3 ბანკი, მ.შ ყველაზე  ზარალიანი სანქცირებული რუსული ბანკის შვილობილი ვითიბია, 51,3 მილიონი ლარით. 5 მილიონი კი პაშა და სილქ ბანკის ზარალზე მოდის. 

სექტორის წმინდა მოგებამ წლის I ნახევარში (H1/2022) 836 მლნ ლარი, მე-2-ში (H2/2022) კი 1,249  მლრდ ლარი შეადგინა.

 

2022  

საქართველოს ბანკი

924,343.000

თიბისი

 ბანკი

893,536.000

ლიბერთი ბანკი

66,940.000

ბაზის

ბანკი

54,306.000

ბანკი

ქართუ

52,819.000

პროკრედიტ ბანკი

48,030.000

წყარო: ბანკები & ბიზნესპარტნიორი 

2023 წლის იანვრიდან სექტორი უფრო მაღალ მოგებას დაწერს. IFRS-ზე გადადის (ანგარიშგების საერთაშორისო სისტემა), რომელიც gaap-ზე (სებ-ის მეთოდოლოგია) ლიბერალურია, ძირითადად დარეზერვების ნაწილში. „მეტობით“ დარეზერებული, ანგარიშგების ცვლილებისთანავე „ამოტრიალდება“, ანუ ბუღალტრულად ბანკს უფრო მაღალი მოგება გამოუჩნდება და შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელიც. ტვირთს 20%-მდე ახლადგაზრდილი გადასახადიც ამძიმებს

IFRS-ის სიმსუბუქის კორექციითვის კი, რისკების დასაბალანსებლად, საჭირო ხდება კაპიტალის ახალი ბუფერის ამოქმედება, CRA-ის. ბანკების ლობი იმედს იტოვებს, რომ სებ-ი კონტრციკლური ბუფერის ამოქმედებას მაინც გადაიფიქრებს, გაზაფხულამდე (რა პერიოდისთვისაც აქვს დაანონსებული).