თბილისი (GBC) - გავლენიანი საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი ზედიზედ მეორედ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საუკეთესო ბანკად დასახელდა.

Global Banking & Finance Awards 2024-ზე ბაზისბანკის საერთაშორისო აღიარება, ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ბანკის ძლიერი სტრატეგიიდან გამომდინარეობს და საქართველოს მასშტაბით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ზრდისა და განვითარების იდეისადმი ბანკის ურყევ ერთგულებას ადასტურებს.

ბაზისბანკი ყოველწლიურად აძლიერებს მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორის რეპუტაციას, მომხმარებელს მათზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტებს და საუკეთესო საბანკო გამოცდილებას სთავაზობს. 2024 წელსაც დინამიურად გაგრძელდა ბაზისბანკის განვითარება და ბიზნესის დაკრედიტების მიხედვით ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში კვლავ მყარად იკავებს პოზიციას.

„ბაზისბანკი, ქვეყნის ფინანსურ ინდუსტრიაში, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტია. ბაზისბანკის მიერ ბიზნესებისთვის შეთავაზებული უწყვეტი და წარმატებული მხარდაჭერა იმ სპეციფიკური გამოწვევების ღრმა ცოდნას გამოხატავს, რომელთა წინაშეც  მცირე და საშუალო ბიზნესი დგას. ბაზისბანკმა, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტებით 2024 წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ. აღნიშნული ჯილდო ბანკის ინოვაციური მიდგომის, კლიენტზე ორიენტირებული სტრატეგიისა და მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში თანმიმდევრული მუშაობის დადასტურებაა“. - Global Banking & Finance Review-ს რედაქტორი, ვანდა რიჩი.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, ბაზისბანკის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საუკეთესო ბანკად, საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ის მიერ ზედიზედ მეორედ დასახელება. მუდმივად ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული 30-წლიანი ისტორიით, ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ბიზნესებისთვის მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ფინანსური მომსახურების სრული სპექტრის შეთავაზება, რომლებიც დამყარებულია თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურ მიდგომაზე და მხარს უჭერს ბანკსა და ბიზნესს შორის გრძელვადიან წარმატებულ პარტნიორობას. აღნიშნული საერთაშორისო აღიარება ბაზისბანკის პროფესიონალთა გუნდის თანმიმდევრული შრომისა და ბიზნესისთვის პრაქტიკული და რაციონალური გადაწყვეტების შეთავაზების მორიგი დადასტურებაა.“ - ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების უფროსი, არჩილ ჩაჩხიანი.

საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.