თბილისი (GBC) - ბაზისბანკმა ევროს ანაბრის სარგებელი გაზარდა. 1 აგვისტოდან  განთავსებულ 1 -წლიანი ვადიანობის ევროში დენომინირებულ დეპოზიტს წლიური 1.76% დაერიცხება.

არსებული მენაბრეებისთვის პირობები არ იცვლება. მათთვის 1.2% შენარჩუნდება.

ამ დროისთვის აშშ დოლარში ერთწლიანი ანაბრის (ვადის ბოლოს გატანის პირობით) წლიური სარგებელი 3.2%-ია, ლარში 10.92%.

ბაზისბანკი, ფიზიკური პირების ანაბრების 1.361 მლრდ ლარის პორტფელით, 4.09%-იანი წილით lV პოზიციაზეა (H1/2024 – 1.234 მლრდ. 4.16%).სავალუტო ანაბარის 5 წლამდე ვადით თავდება.

ჰუალინგ ჯგუფის ბანკი გამსხვილებისთვის ემზადება ლიბერთისთან, რომლის საცალო დეპოზიტების პორტფელი 2 მლრდ ლარამდეა. 

ბაზისბანკი 1-წლიანი ანაბრის სარგებლის მიხედვით (%)

 

 $

£

ვადიანი

10.92

3.2

1.1

 

მოთხოვნამდე

 6,18

1.0

0.5

 

წყარო: ბანკი &