თბილისი (GBC) – აზერბაიჯანმა და დიდმა ბრიტანეთმა წარმატებით დაასრულეს პირველი გარიგების გაფორმება, ბრიტანეთის საექსპორტო დაკრედიტების სააგენტოს (UKEF) მხარდაჭერით, რომელიც 5 მლრდ გირვანქა სტერლინგის მოცულობის საკრედიტო გარანტიას გულისხმობს. 

ამის შესახებ სააგენტო რეპორტი ბაქოში ბრიტანეთის საელჩოზე დაყრდნობით წერს.

დიპლომატიურ მისიაში აღნიშნეს, რომ ავიაკომპანია Silk Way West Airlines–მა დიდ ბრიტანეთში დადო გარიგება Boeing 777–ის თანამედროვე ავიასიმულატორის შეძენაზე.

„ბრიტანული კომპანიის L3Harris Commercial Aviation Solutions მიერ წარმოებული ტრენაჟორი ახალი თაობის მოდელს წარმოადგენს, რომელიც Boeing 777–ის სამ მოდელს აერთიანებს. ეს მოწყობილობა აზერბაიჯანის ეროვნული საავიაციო აკადემიის სტუდენტებს სწავლების რეალისტურ პირობებს შეუქმნის“, – აღნიშნეს საელჩოში.