თბილისი (GBC) – გლობალურ კრიპტობირჟებზე დღიურ ვაჭრობაში შერეული დინამიკა დაფიქსირდა. CoinMarketCap-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის (BTC) ფასი 2.57%-ით გაიზარდა და 67,945.35 აშშ დოლარი შეადგინა. ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1.35 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
ზრდა დაფიქსირდა სხვა აქტივებზეც:
Ethereum (ETH): ფასი გაიზარდა 2.07%-ით — 1,993.25 დოლარამდე. ბოლო 7 დღის განმავლობაში ETH 9.16%-ით გაძვირდა.
BNB: ღირებულება 1.92%-ით გაიზარდა და 632.18 დოლარი შეადგინა.
Bittensor: ფასი 3.39%-ით გაიზარდა — 181.85 დოლარამდე.
პარალელურად, რამდენიმე აქტივზე კლება დაფიქსირდა:
Bitcoin Cash: ფასი 1.74%-ით შემცირდა — 440.84 დოლარამდე.
Monero: ღირებულება 2.98%-ით დაეცა და 337.09 დოლარი შეადგინა.
კლება შეეხო ოქროთი უზრუნველყოფილ ტოკენებსაც: PAX Gold-ის ფასი 1.84%-ით შემცირდა (5,318.22 დოლარი), ხოლო Tether Gold-ის — 1.38%-ით (5,271.43 დოლარი).
მთლიანობაში, გლობალური კრიპტობაზრის კაპიტალიზაციამ 2.33 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსები ბაზარზე არსებულ ვითარებას ინვესტორების მხრიდან რისკისადმი მზაობის გაზრდით, საფონდო ბირჟებზე არსებული შედარებითი სტაბილურობითა და მსხვილ ალტკოინებზე ტექნიკური შესყიდვების გააქტიურებით ხსნიან. ამავდროულად, რიგ აქტივებზე ფასების კლება მოკლევადიანი მოგების ფიქსაციამ (profit-taking) გამოიწვია.