თბილისი (GBC) - ბანკების მოგებამ (გადასახადის გადახდამდე) იანვარში 276 მლნ ლარს გადააჭარბა. წმინდა მოგება კი 235 მლნ ლარამდეა.
2024 წლის სასტარტო თვის წმინდა მოგება წინა თვისას (დეკემბრის წმინდა მოგება 185 მლნ) აღემატება, თუმცა ნოემბრის 244 მილიონზე ნაკლებია.
წლის პირველი თვის მოგებას გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან არ ვადარებთ, რადგან ზედამხედველთან ანგარიშგება მხოლოდ სებ-ის მეთოდოლოგიით (GAAP) წარმოებდა.
სექტორი, სრულად IFRS-ზე, საერთაშორისო სისტემაზე, 2023 წლის I ნახევარში გადავიდა. ლიბერალურმა სისტემამ საზედამხედველო ნორმები შეცვალა, მათ შორის რეზერვების მოთხოვნაში, რამაც ნამეტი გააჩინა, რაც შესაბამისად მოგებაში აისახა.
ბანკები დაუბეგრავი და წმინდა მოგებით 01.02.2024 (000 ₾)
000 ₾ |
000 ₾ |
|
საქართველოს ბანკი |
142.000 |
121,380 |
თიბისი ბანკი |
100,998 |
85,950 |
ბაზისბანკი |
9,499 |
8,040 |
პროკრედიტ ბანკი |
9.203 |
4,350 |
ლიბერთი |
9,203 |
7,971 |
ქართუ |
4,280 |
3,334 |
ტერა ბანკი |
2,268 |
1,846 |
კრედო |
2,084 |
1,667 |
იშ ბანკი |
1.935 |
1,663 |
ხალიკ ბანკი |
1.337 |
1,073 |