თბილისი (gbc) - საკრედიტო აქტივობა შენელებულია. ბანკების საკრედიტო დაბანდების წლიური ზრდა 15.07%-მდეა შემცირებული (01.06.2024–ის 19%-დან).

დაღმავალი ტრენდი წლის დასაწყისიდან აღინიშნება (01.01.2025 +18%Y.Y).

შენელებულია ბიზნესის დაკრედიტებაც. სებ-ის სტატისტიკით, 01.06.2025-ის მდგომარეობით წლიური ზრდა 13.2%-ია (01.01.2025 + 17.8%Y.Y. 01.06.2024 + 20.08%). მოცულობა 37.1 მლრდ  (01.06.2024 – 32.9 მლრდ.)

ბანკების დაბანდება მსხვილ ბიზნესში 11.9 მლრდ ლარია (01.01.2025- 12.2 მლრდ; 01.06.2024 –10.67 მლრდ ) საშუალო და მცირეში (SME)  25.2 მლრდ (01.01.2025 – 24.27 მლრდ, 01.06.2024 – 22.25 მლრდ).

მსხვილ ბიზნესზე  მაისში 1.6 მლრდ ლარის, 1.878 სესხი გაიცა.  SME–ზე 1.3 მლრდ ლარის 31 747 ერთეული სესხი.

დიდ ბიზნესზე გაცემული ნაკადის დოლარიზაცია 52%-ია, SME – 49.2%.