თბილისი (GBC) – ჩინეთის ცენტრალური ბანკი სუვერენული ციფრული ვალუტების რეგულირების გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოდის. რეგულირების გეგმა, რომელსაც „ციფრული ვალუტების გლობალური სუვერენული მართვა“, ტრანსსასაზღვრო ციფრულ ტრანზაქციებს, რისკებზე ზედამხედველობას, მონაცემთა გამოყენებას მათი ფლობის შესახებ და ასევე მასთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ საკითხებს მოიცავს.

ჩინეთის ბანკში ამბობენ, რომ ციფრული ვალუტების განვითარება ნაციონალური საფინანსო სისტემების მოდერნიზების შესაძლებლობას იძლევა და კრიპტოვალუტების საპირწონეც იქნება, როგორებიცაა ბიტკოინი და გაზრდის გლობალური ფინანსური ტრანზაქციების ეფექტიანობას.

შემოთავაზებულ წესებს გლობალური გამოყენება, ზედამხედველობა და ინფორმაციის გაცვლა დაარეგულირებს. ბანკის წარმომადგენლების აზრით, ამოცანა ციფრული ვალუტის გონივრულ მიწოდებასა და საერთაშორისო სავალუტო სისტემის მდგრადი და სტაბილური განვითარების პროცესში მისი გამოყენების უზრუნველყოფაა.

ჩინეთის ბანკის წინადადებები:

  • ფინანსური მონაცემების ნაკადები და ციფრული ვალუტები პარალელური უნდა იყოს, რაც რეგულატორებს ტრანზაქციების შესაბამისობის კონტროლის შესაძლებლობას მისცემს.
  • ციფრული ვალუტის მართვა უნდა ხორციელდებოდეს ციფრული ვალუტების გაცვლის სუვერენული პლატფორმის მეშვეობით, DLT მხარდაჭერით (რეესტრების გადანაწილების ბლოკჩეინისმაგვარი ტექნოლოგია) ან ანალოგიური ტექნოლოგიებით.
  • ცენტრალური ბანკების მიერ სუვერენული ციფრული ვალუტებით ურთიერთქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.
  • ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ცენტრალური ბანკების მიერ ფულად–საკრედიტო გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას. ერთი ცენტრალური ბანკის მიერ ფულის მიწოდების გადაწყვეტილებამ თავის ტერიტორიაზე ხელი არ უნდა შეუშალოს სხვა ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებებს.
  • გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა, რომლებსაც ციფრული ვალუტები შემოაქვთ, გლობალურ ფინანსურ სტაბილურობაზე კოლექტიური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.