თბილისი (GBC) - 21 თებერვალს, CONTACT-ის გზავნილის სისტემა გლობალურად გაითიშა, შესაბამისად, შეჩერებულია ამ სისტემით გზავნილების გაგზავნისა და განაღდების პროცესი.

თუ CONTACT-ის სისტემიდან გამოგიგზავნეს გზავნილი, რომელიც ჯერ არ გაგინაღდებია, მის განაღდებას ვერ შეძლებ. ამ საკითხზე გამომგზავნმა უნდა მიმართოს სისტემას.

თუ ამ სისტემით გაგზავნილი გაქვს გზავნილი, რომელიც ჯერ მიმღებს არ გაუნაღდებია, საკითხს აქტიურად ვიკვლევთ და ინფორმაციას მალე გაგიზიარებთ.

მომდევნო გზავნილების გაგზავნისას შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისიში არსებული სხვა გზავნილის სისტემებით, - გააფრთხილა თიბისიმ თავის კლიენტები, სისტემის გაუქმების შესახებ გააფრთხილა.

სისტემის გაუქმება რუსეთის ცენტრალურმა ბანკის მიერ "კივი-ბანკის“ (QIWI Bank) საბანკო ლიცენზიის ჩამორთმევას უკავშირდება.