თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 100.18 მლნ ლარით (0.22%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.72%-ით გაიზარდა) და აპრილის ბოლოს 44.77 მლრდ ლარი შეადგინა.  ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 139.19 მლნ ლარით (0.56%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 239.38 მლნ ლარით (1.20%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.92%-ით).

სებ–ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.35 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.42%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.06 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.15%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.07%-ით ნაკლები).

აპრილის განმავლობაში 0.29%-ით, ანუ 70.99 მლნ ლარით  გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 24.15 მლრდ ლარი შეადგინა.

აპრილის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.89% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.44 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.09 პროცენტული პუნქტით).