თბილისი (GBC) - ბანკების საკრედიტო პორტფელი 01.09.2026-ისთვის 76.45 მლრდ შეადგინა (+14.8%Y.Y).

სებ-ის სტატისტიკით,  აგისტოში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 565.93 მლნ ლარით (+1.28%m.m),  უცხოური ვალუტით,ა 270.41 მლნ ლარით (+0.87%m.m) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის აგვისტოს ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.20 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.26%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 21.57 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.29%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.45 %-ით მეტი).

2026 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.28%-ით, ანუ 518.80 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აგვისტოს ბოლოსათვის 41.15 მილიარდი ლარი შეადგინა.

მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენi 58.8% -ia.

.