თბილისი (GBC) – საბანკო სექტორში 01.09.2026-ის მდგომარეობით, 75.6 მლრდ ლარის დეპოზიტებია (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) განთავსებული.
სებ-ის სტატისტიკით, წლიურად ანაბრები 21.67%-ით გაიზარდა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა აგვისტოში 0.01%-ით მოიმატა, 56.81%-მდე.
აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.78% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.68%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.31%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.45% , ხოლო ევროს წილმა 20.00% შეადგინა.
