თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების სამშაბათის აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.990 პროცენტით, მაქსიმალური 10.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.076 პროცენტით განისაზღვრა.

სამშაბათსვე, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 141 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250 პროცენტით, მაქსიმალური 9.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.423 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.375 პროცენტს შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.