თბილისი (GBC) - Fitch Ratings-მა გლობალური ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა შეამცირა.

2025 წელს, გლობალური მშპ-ის ზრდა 0.4%პ-ით დაიკლებს და 2%-ს ჩამოცდება. სარეიტინგო კომპაბიის კვარტალურ განახლებაზე დაყრდნობით, BRG წერს, რომ გლობალური ეკონომიკისთვის ყველაზე ცუდი შეფასებაა, 2009 წლის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის პერიოდს თუ გამოვრიცხავთ.

აშშ-ის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 0,5%პ-ით, 1,2%-მდე შემცირდა. ასევე ჩინეთის მშპ-ს ზრდის პროგნოზი  და 4%-ზე ქვემოთ ივარაუდება.

განახლებული პროგნოზით, აშშ-ში ზრდა თანდათან შენელდება და Q4/2025-ში 0.4%-ზე ჩამოვა. 

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 2026 წელს 4%-ზე ნაკლები დარჩება.

Fitch-ის პროგნოზით, ევროზონის ეკონომიკა წელს 1%-ზე ბევრად ნაკლებად გაიზრდება. ამასთან, Fitch-ის ანალიტიკოსებმა Brent-ის ნავთობის ფასების პროგნოზი მიმდინარე წლისთვის $5-ით შეამცირეს, ბარელზე $65-მდე.