თბილისი (GBC) - სებსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $315.51 მლნ გამოაგზავნეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით, ანუ $34 მლნ-ით მეტია. 

სებსტატის თანახმად, ფულად გზავნილებში პირველ ადგილს კვლავ აშშ იკავებს, საიდანაც გასულ თვეში $59 მლნ გადმორიცხეს. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია. მეორე ადგილს $52 მლნ-ით იტალია იკავებს, საიდანაც გზავნილები 13%-ით გაიზარდა, მესამე პოზიციაზე კი რუსეთია.

ივნისში, საქართველოში რუსეთიდან $41 მლნ გადმორიცხეს. ეს თანხა წლიურად 16%-ით არის შემცირებული.

უცხოეთში ფულადი გზავნილების 96.9% იმ 28 უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანაზე მოდის, საიდანც გზავნილების მოცილება ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა იმავე 28 ქვეყანა გასული წლის ივნისში მთლიანი ფულადი გზების 97.1% მოდის.

ფულადი გზავნილები ივნისში - TOP10 ქვეყანა:

# ქვეყანა ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი
1 აშშ $59 მილიონი; 23%
2 იტალია $52 მილიონი; 13%
3 რუსეთის ფედერაცია $41 მილიონი; -16%
4 გერმანია $27 მილიონი; 21%
5 საბერძნეთი $26 მილიონი; 18%
6 ისრაელი $24 მილიონი; 23%
7 ყირგიზეთი $9 მილიონი; 82%
8 თურქეთი $9 მილიონი; 13%
9 ესპანეთი $8 მილიონი; 37%
10 ყაზახეთი $7 მილიონი; -37%