თბილისი (GBC) - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, ვრცლად მიმოიხილეს ქვეყნის ცენტრალური ბანკის საქმიანობა, მისი ძირითადი ფუნქციები და განვითარების შესაძლებლობები. სტუდენტები დეტალურად გაეცნენ ეროვნულ ბანკში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის პროცესს.

ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.