თბილისი (GBC) - ბანკებში ფიზ და იურიდიული პირების მიმდინარე ანგარიშებზე თანხები შემცირებულია.

სებ-ის ინტერაქციული სტატისტიკით, აგვისტოში კომპანიების ანგარიშები 200 მლნ-ით არის შემცირებული, 10.668 მლრდ ლარამდე. და მცირედით, 50 მლნ-მდე კლებაა  ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშებზე.

მთლიანად დეპოზიტები (მიმდ ანგარიშები, ვადიანი და მოთხოვნამდე დეპოზიტები) კი გაზრდილია, ვადიანი ანაბრების მატების ხარჯზე და 51 მლრდ ლარს აჭარბებს (მთავრობის დეპოზიტების გარეშე*).

აქედან, 01.09.2024-ის მდგომარეობით, კომპანიების სადეპოზიტო ანგარიშებზე 21.5 მლრდ-ია, ფიზიკური პირების  დეპოზიტების პორტფელი კი 29.5 მლრდ ლარს შეადგენს, რომლის 64%  სავალუტო ანგარიშებია. 

 

 

ლარის       (₾ მლრდ)

სავალუტო

 

იურიდ.პირების დეპოზიტები

13.5

7.996

 

.. რეზიდენტების

12.8

6.820

 

.. არარეზიდენტების

0.685

1.176

 

ფიზ.პირების დეპოზიტები

10.733

18.78

 

..რეზიდენტების 

9.145

11.95

 

.. არარეზიდენტების 

1.588

6.827

 

სულ 

24.3

26.8

 

 

*მთავრობის დეპოზიტები 5.08 მლრდ ლარია, ძირითადად ლარის ანგარიშებზეა, სავალუტოზე, სულ 60 მლნ ლარის ეკვივალენტია.

 

წყარო: სებ-ი & BRG