თბილისი (GBC) - საბანკო სექტორში 01.10.2025-ისთვის 65.5 მლრდ ლარის დეპოზიტებია (+10.9%Y.Y)

სებ-ის სტატისტიკით, აქედან 5.7 მლრდ ლარი მთავრობის დეპოზიტებზე მოდის. მთლიანი ანაბრების - ₾ 59.9 მლრდ (მთავრობის ანაბრების გარეშე) დოლარიზაცია 54%-ია. 

სებ-ის თვის მიმოხილვით, იურიდიული პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.8 %პ-ით 40.8%-მდეა. გაზრდილი. 25.157 მილიარდიან პორტფელში, 10.6 მლრდ ლარის  ეკვივალენტი სავალუტოა. 

ბანკების სავალუტო მიმდინარე ანგარიშებზე 8 მლრდ ლარამდეა ნაშთი. საიდანაც 5.6 მლრდ ლარის ეკვივალენტი კომპანიების ანგარიშებზეა და 2.3 მლრდ ლარის ეკვივალენტი ფიზიკური პირების მიმდ. ანგარიშებზე არსებული ნაშთია.