თბილისი (GBC) - ათენში, ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობის (Partnership for Transatlantic Energy Cooperation – P-TEC) რიგით მე-6 მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე აშშ - ის ენერგეტიკის მდივნის მოქმედ თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობებში ტომი ჯოისს შეხვდა.

განიხილეს საქართველოსა და აშშ - ის პოტენციური თანამშრომლობის საკითხები რეგიონისა და მსოფლიო ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.

ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული უსაფრთხოებაზე ევრაზიულ სივრცეში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. აღინიშნა, რომ საქართველოს რეგიონული ენერგეტიკული პროექტების სანდო პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული რესურსების  ტრანსპორტირებას (მაგ: მაგალითად, ნავთობისა და გაზის ევროკავშირის ბაზრებზე ტრანსპორტირებას)

აღინიშნა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში საქართველოსმ, ამ მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრალური მონაწილე ქვეყნის როლზე.

შეხვედრაზე, რომელსაც GOGC-ის გენდირექტორი ეკატერინე სისაური; სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე; სამინისტროს წარმომადგენლები ალექსანდრე სოხაძე და ომარ წერეთელი ესწრებოდნენ, ინოვაციური ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებიც  განიხილეს.