თბილისი (GBC) - კრედიტინფოს ინფორმაციით, გზავნილების რეგისტრაციის მაჩვენებელი გაიზარდა. ბენეფიციარებმა 12 თვეში 7,4 მლნ ერთეული გზავნილი დაარეგისტრირეს. მთლიანი მოცულობით, 3. 126 მლრდ  აშშ დოლარი. 

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზას, გზავნილებზე ინფორმაცია, 01.03.2023 -დან დაემატა. რეგისტრაცია ბენეფიციარის სურვილით ხდება და გზავნილის მიმღებთა 95% კრედიტინფოსთან თანამშრომლობას არჩევს.

სულ, უნიკალურ პირთა რაოდენობა 300 000 -მდეა.

სებ-ის ინფორმაციით, ბაზის გაფართოება ემსახურება სესხზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, გზავნილების მიმღები პირებისთვის.

რეგულირების წესში სებ-მა ცვლილებები 2022-ის შემოდგომაზე შეიტანა (03/2023-დან ამოქმედდა) და ბენეფიციარს, ბანკის, მისოს, სგს თუ psp-ის მომხმარებელს, თუ სურს, ბიუროს მიაწოდებს ინფორმაციას. საგადახდო მომსახურების პროვაიდერები (PSP) კრედიტინფოს 2024-ის მარტიდან მიუერთდნენ.