თბილისი (GBC) - ტერაბანკი სტრატეგიული ინცვესტორის შესვლაზე აცხადებს. არაბული ბანკის ცნობით, ტერაბანკის აქციონერსა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ AGE S.A.-ს შორის ტერაბანკის აქციების შეძენის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. AGE S.A. Arins Group-ის ფინანსური ეკოსისტემის ნაწილია, რომელშიც ასევე შედის Ardshinbank — სომხეთის უმსხვილესი ბანკი აქტივების მიხედვით.

Arins Group სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია და აერთიანებს საბანკო, სადაზღვევო და სხვა ფინანსური მომსახურებების მიმართულებებს. ჯგუფის ეკოსისტემაში შემავალ Ardshinbank-ის წილი ქვეყნის საბანკო სისტემის მთლიან აქტივებში 21%-ს შეადგენს და ძლიერი პოზიციები აქვს კორპორაციული, მცირე და საშუალო ბიზნესისა და საცალო საბანკო მომსახურებების მიმართულებით და მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის EBRD-სა და EIB Global-თან.
Ardshinbank ერთადერთი სომხური კომპანიაა, რომელსაც სამივე წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს — S&P Global-ის, Moody’s-ისა და Fitch-ის — რეიტინგი აქვს. ამასთან, ბანკის რეიტინგები სომხეთის სუვერენული რეიტინგის დონეზეა, რაც Ardshinbank-ის საერთაშორისო აღიარებას უსვამს ხაზს.
ტერაბანკში ინვესტიცია Arins Group-ის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის ნაწილია. საქართველო რეგიონული გაფართოებისთვის პრიორიტეტულ ბაზრად შეირჩა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკის, დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური სექტორის ძლიერი საზედამხედველო ჩარჩოს გათვალისწინებით.
ასეთი მასშტაბისა და გამოცდილების მქონე სტრატეგიული ინვესტორის შემოსვლა ტერაბანკის განვითარების ახალ ეტაპს ქმნის და ბანკის შემდგომი ზრდისთვის

"ტერაბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბანკის ახალი ინვესტორი ძლიერი და გამოცდილი ფინანსური ჯგუფია, რომელსაც მრავალწლიანი საბანკო გამოცდილება, ფინანსური რესურსი და გრძელვადიანი განვითარების ხედვა აქვს. ჩვენს ამჟამინდელ აქციონერებთან ერთად შექმნილი მყარი საფუძვლებისა და თანმიმდევრული ზრდის გათვალისწინებით, ეს საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ქართულ ბიზნესს და მომხმარებლებს თანამედროვე და მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტები და მომსახურებები შევთავაზოთ.“ — აცხადებენ ტერაბანკში.

 

რას აპირებდნენ ტერაბანკის დამფუძნებლები პანდემიამდე 

თბილისი (GBC- 8.08.2019) –  შეიხები „ტერაბანკს“ გასაყიდად ამზადებენ.  ნაჰაიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰაიანი 2 წლის წინ კი უარყოფდა. არათუ გაყიდვა, ინვესტიციების გაორმაგებას, სფეროების დამატებას აპირებდა: უძრავი ქონების ბაზარი,  სასტუმრო ბიზნესი, საზღვაო/საჰაერო სატრანსპორტო მიმართულება. მას პორტით  და აეროპორტის მართვაში შესვლის დაინტერესებაზეც აქვს გაცხადებული.

შეგახსენებთ, არაბული ჯგუფი ფლობს  „ბილთმორს“, კაზინოსთან  JEWEL მრავალწლიანი ხელშეკრულებით ( „დაბი ჯგუფმა" „იმელის" შენობის 80%-იანი წილი 2008 წლის მარტში, კომპანია „კაპიტალ ვოსტოკისგან", $22 მლნ -ად შეიძინა. სასტუმროს მმართველად ჯერ „კემპინსკი" დასახელდა, ბოლოს „მილენიუმის" ქსელი გადაწყდა. ფლობდა სატელეკომუნიკაციო ლიცენზიასაც -ვარიდ-ტელეკომი.

არაბი შეიხების თბილისური სასტუმრო წარმატებულად ოპერირებს. გახსნიდან პირველივე 1.5 წლის განმავლობში მფლობელებმა ₾35 მლნ-ზე მატი მიიღეს (2018 წლის მონაცემები)

 66.30% შეიხ ნაჰიან მუბარაქ ალ ნაჰიანს ეკუთვნის, 20.22% შეიხ მოჰამედ ბუტი ალ ჯამედს , 13.4 % შეიხ სურურ ბინ მოჰამედ ალენაჰიანს,. ამასთან, საბოლოო მაკონტროლებელი პირი შეიხი ნაჰიან მუბარაქ ალ ნაჰიანია, რომელიც ასევე ფლობს „ტერაბანკს“,

თუმცა მყიდველის შემაფერხებელი რამდენიმე  ფაქტორია, მათ შორის სამართლებრივი დავების ( მ.შ. ფულის გათეთრების) ფილიალის მმართველის გადაცდომებზე და დაუსრულებელი დავა, რომელიც სააპელაციო სასამართლოშია.  ნახევარი მილიონი აქვს ბანკს კლიენტისთვის გასასტუმრებელი, მისი ხელმოწერის გაყალბებით 800 000-ის გატანისთვის. ბანკი, კლიენტის ადვოკატის თქმით, გადახდას აჭიანურებს, მაგრამ მაინც მოუწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკს მფლობელები  სასტუმროსთან ერთ პაკეტად ყიდიან.