თბილისი (GBC) – ლიბერთისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ნიუ-იორკში (აშშ) ლეგენდარულ Webster Hall-ში, Globalize NY კონფერენცია გაიმართა, სადაც ქართულმა ბიზნეს კომპანიებმა ქართული დიასპორის, ინვესტორების, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული მხარეების და საქართველოში ბიზნეს ინტერესების მქონე სხვა პარტნიორებისთვის,  ქართული პროდუქცია წარადგინეს  და საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობები შესთავაზეს. პოტენციური ინვესტორების წინაშე, კონფერენციის საგამოფენო სივრცეში 30-მდე ქართული ბიზნესის, მათ შორის ლიბერთის პარტნიორი ბიზნეს კომპანიების საექსპორტო პროდუქცია იყო წარმოდგენილი. 

ამავე კონფერენციის ფარგლებში, ლიბერთიმ,  ქართველი ემიგრანტებისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამა დააანონსა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს ონლაინ შეისწავლონ ქართული ენა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ლიბერთის მხარდაჭერით, უცხოური ენების შემსწავლელმა წამყვანმა ონლაინ პლატფორმა  Lingwing-მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. ამ პლატფორმით,  ქართული ენის შესწავლა, ინგლისური ენიდან სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. 

,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის  პრიორიტეტია განათლება და ყველა იმ პროექტის ხელშეწყობა, რომელიც მშობლიური ენის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ შეუწყობს ხელს.  მოხარული ვართ, რომ Lingwing-თან პარტნიორობით შევძელით კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ემიგრაციაში მცხოვრები ქართველების საჭიროებებთან და სწორედ მათთვის და მათი შვილებისთვის შევქმენით ქართული ენის შემსწავლელი კურსი. ამ კურსის დახმარებით ისინი  უსასყიდლოდ, მარტივად და დამოუკიდებლად, ონლაინ ან მობილური აპლიკაციით შეისწავლიან მშობლიურ ენას.

ჩვენთვის რაოდენ საამაყოა, ის რომ ქართული ენის  სწავლას ან განმტკიცებას  შეძლებს  მომავალი თაობა, რომელიც დღეს ემიგრაციაში იზრდება. ორმაგად სასიხარულო და სიმბოლურია, ის ფაქტი, რომ  Globalize NY კონფერენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შევხვდით და მნიშვნელოვანი პროექტი გავაცანით" - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

დეტალურად პროექტი იხ: https://bit.ly/43hb2VH

ლიბერთის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.