თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის 5-9 ოქტომბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპენიების აქციები მინუსში გავიდა როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 123.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.64% წინა კვირასთან შედარებით და -7.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 271 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 123.00 - 135.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 48.46 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.51% წინა კვირასთან შედარებით და - 4.13% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 320 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.96 - 52.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 72 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 43.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.36% წინა კვირასთან შედარებით და -1.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 185 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.50 - 45.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 80 ათასი აქცია შეადგინა.
