თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 24–28 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ზაფხულის ბოლო სავაჭრო კვირა ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 134.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.52% წინა კვირასთან შედარებით და +17.31% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 216 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 130.50 - 135.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 50.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.87% წინა კვირასთან შედარებით და +6.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 265 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.70 - 51.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 44.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.46% წინა კვირასთან შედარებით და +10.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 207 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.75 - 45.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.
