თბილისი (GBC) - მიკრობანკი „კრისტალი“ აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას არა მხოლოდ ფინანსური სერვისებით, არამედ ცოდნის, გამოცდილებისა და თანამედროვე ბიზნეს ინსტრუმენტების გაზიარებით. ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო კომპლექსური ხდება. ახალი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შექმნის პარალელურად, კომპანია მეწარმეებს მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ და ბიზნესთან დაკავშირებულ საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს.
„კრისტალისა“ და CX Hub • Customer Experience Management Agency-ს პარტნიორობით ჩატარდა საინტერესო და პრაქტიკული ვორქშოპი თემაზე: „როგორ გავზარდოთ გაყიდვები მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნით“.
“მომხმარებლის გამოცდილება კომპანიების სტრატეგიული უპირატესობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. მაღალი ხარისხის, თანმიმდევრული და პერსონალიზებული გამოცდილება ზრდის მომხმარებლის ერთგულებას, ნდობას და პოზიტიურ რეკომენდაციებს, რაც პირდაპირ აისახება გაყიდვებსა და ბრენდის იმიჯზე. ინვესტიცია მომხმარებლის გამოცდილებაში არა მხოლოდ ოპერაციული საჭიროებაა, არამედ გრძელვადიანი ზრდისა და კონკურენტული უპირატესობის საფუძველი. კრისტალის მიზანია მეწარმეებისთვის უზრუნველყოს სწორედ ეს მხარდაჭერა - ეფექტური ინსტრუმენტები, ცოდნა და პრაქტიკული სერვისები, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ წარმატებით განვითარდნენ”, - აღნიშნავს კრისტალ კონსალტინგის ხელმძღვანელი, გიორგი ჯანელიძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესის დამფუძნებლები, დირექტორები და სხვადასხვა მიმართულების მენეჯერები, რომლებიც ყოველდღიურად მართავენ პროცესებს და ზრუნავენ მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხზე.
ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს იმ რეალურ გამოწვევებზე, რომლებიც CX-ს უკავშირდება. მათ შორის, როგორ აისახება მომხმარებლის შთაბეჭდილება გაყიდვებზე, როგორი უნდა იყოს ეფექტიანი მომხმარებლის მოგზაურობა (Customer Journey), რა მნიშვნელობა აქვს მომხმარებლის ხმის სისტემას (VoC) და რატომ არის თანამშრომელთა გამოცდილება მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი.
ვორქშოპს უძღვებოდნენ CX Hub-ის თანადამფუძნებლები და მმართველი პარტნიორები ნანა ახობაძე და ნათია ჯიბლაძე, რომლებმაც გააზიარეს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, რეალური ბიზნესქეისები და ის ინსტრუმენტები, რომელთა ინტეგრაცია ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ყოველდღიურ პროცესებში.
მონაწილეებმა ვორქშოპი პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ პრაქტიკული ნაწილი განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა. მიღებული ცოდნა და გაზიარებული ინსტრუმენტები უშუალოდ დაეხმარებათ პროცესების გაუმჯობესებაში.
მიკრობანკი კრისტალი განაგრძობს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას, რათა კიდევ უფრო მეტმა მეწარმემ მიიღოს საჭირო ცოდნა, უნარები, დაინახოს ახალი შესაძლებლობები და წარმატებით განავითაროს საკუთარი ბიზნესი.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
(R)