თბილისი (GBC) - არასაბანკო მ/ო "რიკო ექსპრესი" საბანკო პლასტიკური ბარათის შეთავაზებაზე აცხადებს.
"რიკოს" დამფუძნებლის ლაშა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, Mastercard-ის ბარათი ყველა მსესხებელს უფასოდ გადაეცემა, რომლითაც ყველა პროდუქტს და მომსახურებას მიიღებს, მათ შორის აიღებს სესხს და გაანაღდებს გზავნილს.
მისივე ინფორმაციით, მ/ორგანიზაციის საკრედიტო ხაზის მთავარი პროდუქტი ლომბარდია, თუმცა სალომბარდე სესხის განაკვეთი - 18% ბაზარზე ყველაზე დაბალია.
"მე არ ვატყუებ მომხმარებელს", - ლაშა ნიკოლაიშვილი მ/ო ბაზარზე გავრცელებულ პრაქტიკაზე აღნიშნავს, კრედიტორის მიერ სალომბარდე სესხის პირობების პერიოდულ განახლებაზე, განაკვეთის აწევის და არა დაწევის მიმართულებით.
Q1/2023 -ის ანგარიშით, აქტივების მიხედვით, "რიკო" ბაზარზე 31% წილით არის წარმოდგენილი. მის საკრედიტო დაბანდებაზე კი ბაზრის (35 მისო) პორტფელის - ₾ 1,580 მლრდ. 28%-მდე მოდის.
მ/ო რიკო
| 
 | Q1/2023 | Q1/2022 | |
| 
 | მლნ ₾ | მლნ ₾ | |
| აქტივები | 580,5 | 463.2 | |
| სესხები | 432.6 | 380.5 | |
| შემოსავალი სა% | 24.4 | 20.3 | |
| მ.შ ლომბარდიდან | 22,06 | 19.2 | |
| გასავალი არასა% | 7.4 | 5.5 | |
| მ.შ. პერსონალზე | 4.3 | 3.1 | |
| წმინდა მოგება | 13,8 | 16.1 | |
წყარო: მ/ო
 
     
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
         
         
         
        