თბილისი (GBC) - ოქროს ფასები (XAU/USD) ოდნავ შემცირდა ორშაბათს, ახალი რეკორდული მაჩვენებლის, $2,589-2,590 დიაპაზონის მიღწევის შემდეგ და ახლა ვაჭრობა $2,581-2,582 დიაპაზონშია.

G&T-ის ბაზრის მიმოხლვით, ეს მცირე კორექცია, როგორც ჩანს, გამოწვეულია მოგების დაფიქსირებით
ზოგადად პოზიტიური რისკის განწყობის ფონზე.

2024 წლის დასაწყისიდან ძვირფასი მეტალი 21%-ითაა გაძვირებული, - Galt & Taggart -ის უფროსმა ანალიტიკოსმა სერგი ყურაშვილმა  „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რომ ეს არცთუ ისე უჩვეულოა. აგვისტოც არ გამონაკლისი, რა პერიოდშიც ოქროს ღირებულებამ პირველად გადაკვეთა $2 500 ნიშნულს.

ოქროს ცენტრალური ბანკების მხრიდან გაზრდილი შესყიდვები, ასევე აზიელი ინვესტორების, განსაკუთრებით კი ჩინელი ინვესტორების გააქტიურება.

ამასთანა ოქროს გაძვირება წინასაარჩევნო პერიოდისთვისაც არის დამახასიათებელი. არჩევნები ახლოვდება სხვადასხვა  ქვეყნაში. მ.შ. აშშ-ში. ზოგიერთი საინვესტიციო ბანკი ოქროს $2 700 -მდე გაძვირებასაც უწინასწარმეტყველებს, 2025 წლისთვის.

გლობალური ტენდენცია საქართველოს ბაზარზეც აისახა. პერიოდიც წინასაარჩევნოა. 1გ ოქროს ფასმა 220 ლარს გადააჭარბა.