თბილისი (GBC) – სებ-მა სს "პეივ ჯორჯიასთვის" ციფრული ბანკის ლიცენზიის გაცემაზე განაცხადა.

სს "პეივ ჯორჯიას" ბიზნესმიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას. ბანკი მიზნად ისახავს მოემსახუროს ტექნოლოგიურად განვითარებულ კომპანიებს.

ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპებით, რომლებიც სებ-მა შეიმუშავა,  ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის შესაბამისი ვადა განისაზღვრება.

სებ-ის ინფორმაციით, ლიცენზიანტის დამფუძნებლები სხვადასხვა დროს მუშაობდნენ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებში ( მ.შ. მსოფლიო ბანკი, Monzo ბანკი, HSBC, Carta Worldwide, ფინტექ კომპანია Big Pay, BT Group...) და ეპარტნიორებიან მსხვილ ფონდებს: Quona Capital, FT Partners, BR Capital, w3.Fund და სხვა ენჯელ ინვესტორებს.

"პეივ ჯორჯია" 7 თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. აღნიშნულ რეჟიმშია ამ დოისთის  ციფრული  ჰეშ ბანკი.  საქართველოს საბანკო ბაზარზე ოპერირებად მე-3 ციფრულ ბანკს :"პეისერა" კი I ეტაპი გავლილი აქვს.

სებ-ის გადაწყვეტილებით, თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების შესაძლოა  ნებისმიერ დროს შეიცვალოს.