თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.