თბილისი (GBC) - ქართუ თვის მოგებას თითქმის 100%-ით ზრდის. ბანკმა მარტში 3.9 მლნ ლარის მოგება მიიღო, აპრილში – 7.3 მლნ ლარამდე. ბანკის 4 თვის წმინდა მოგება კი 14.8 მლნ ლარია (01.05.2024 -₾ 12.326 მლნ +20.3%Y.Y).
ბანკის საკრედიტო დაბანდებაში, ლარის სესხებს აღემატება სავალუტო პორტფელი, რომელიც 613 მლნ ლარის ეკვივალენტია უცხოურ ვალუტაში. (ადგილობრივ ვალუტაში 465 მლნ ლარამდეა გაცემული). სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 57%-ია. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი კი 80%-ს აღემატება.
სავალუტო დეპოზიტებზე (1.06 მლრდ ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) მთლიანი ანაბრების (1.28 მლრდ ლარი) 83% მოდის.
|
|
01.05.2025 (₾) |
01.05.2024 (₾) |
|
მთლიანი აქტივები |
1 839 673 202 |
1 828 345 000 |
|
მთლიანი სასესხო პორტფელი |
1 077 409 412 |
870 052 000 |
|
კლიენტების დეპოზიტები |
1 279 885 178 |
1 349 590 000 |
|
o მიმდინარე |
|
|
|
o მოთხოვნამდე |
|
|
|
o ვადიანი |
|
|
|
სააქციო კაპიტალი |
461 656 158 |
423 434 000 |
|
მიმდ. წლის მოგება (ზარალი) |
14 811 169 |
12 326 000 |
წყარო: კომერციული ბანკი