თბილისი (GBC) - მიკრობანკი „კრისტალი“, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, აგრძელებს მეწარმეების გაძლიერებას დაფინანსების მექანიზმებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო კომპლექსური გახდა. ახალი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შექმნის პარალელურად კომპანია მეწარმეებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ და ბიზნესთან დაკავშირებულ საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კრისტალისა და Andersen Georgia-ს ორგანიზებით გამართული ტრენინგი, თემაზე: „საგადასახადო რისკების მართვა და პრევენცია ბიზნესის მფლობელებისთვის“.

ბიზნესის დამფუძნებლებისა და მენეჯერებისთვის გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს იმ რეალურ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურად განსაზღვრავს კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას. კერძოდ, განიხილეს როგორ აირიდონ თავიდან არასწორი ბუღალტრული პოლიტიკით გამოწვეული სირთულეები; დაგეგმონ ტრანზაქციები ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ საგადასახადო რისკები და როგორ მოემზადონ აუდიტისა და დავის პროცესისთვის, რათა უზრუნველყონ ბიზნესის ფინანსური უსაფრთხოება და გამჭვირვალობა.

ტრენინგს უძღვებოდნენ “Andersen Georgia”-ს წამყვანი იურიდიული და საგადასახადო ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეებს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და უპასუხეს კონკრეტულ, რეალურ ბიზნესქეისებზე დაფუძნებულ კითხვებს.

„კრისტალი“ განაგრძობს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას, რათა კიდევ უფრო მეტმა მეწარმემ მიიღოს საჭირო ცოდნა, დაინახოს ახალი შესაძლებლობები და წარმატებით განავითაროს საკუთარი ბიზნესი.

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

ანდერსენ ჯორჯია — Andersen Global-ის წევრი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ბიზნესს სთავაზობს მაღალი ხარისხის იურიდიულ, საგადასახადო, ფინანსურ, საბუღალტრო, ბიზნეს საკონსულტაციოდა სხვა სახის მომსახურებებს. კომპანიას აქვს იურიდიული მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება სამეწარმეო სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების გადაწყვეტის, საარბიტრაჟო, საფინანსო, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და სხვა მიმართულებით. 

(R)