თბილისი (GBC) - საზღვარგარეთ, საქართველოდან ვიზიტორებმა, იანვარ-სექტემბერში, ბანკომატებით 578 მლნ ლარის ეკვივალენტი თანხები გაანაღდეს, უცხოურ ვალუტაში. აქედან 61 მილიონამდე სექტემბერში.
სების ოქტომბრის სტატისტიკით, სულ, სექტემბრის ტრანზაქციები, ბანკომატებში განაღდებების ჩათვლით, 670 მლნ ლარია. აქედან გადახდის და ელექტრონული კომერციის პოსტერმინალებით შესრულებულ ოპერაციებზე 600 მლნ ლარზე მეტი მოდის.
პოს-ტერმინალებით ყველაზე მეტი გადახდა მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე. ყველაზე ცოტა ჩინეთზე, სადაც იანვარ-სექტემბრის ტრანზაქციები $1.5 მილიონს არ აღემატება.
ქვეყნები საქართველოს მოქალაქეების საბარათე ტრანზაქციების რაოდენობით, პოს - ტერმინალებზე
(გამოსახული ლარში)
9m/2023 7m/2023
თურქეთი | 207 126 500 | 88 753 537 |
იტალია | 145 663 400 | 108 868 671 |
საფრანგეთი | 136 540 000 | 100 626287 |
ესპანეთი | 124 470 000 | 89 753 600 |
გერმანია | 111 673 070 | 80 853 423 |
აშშ | 110 540 000 | 84 834 242 |
წყარო: სებ-ი
ელექტრონული კომერციით ბრიტანეთი ლიდერობს, 560 მლნ ლარის (ეკვივალენტი უცხპურ ვალუტაში) 2.5 მილიონზე მეტი ტრანზაქციით. მე-2 პოზიციაზეა აშშ 439 მლნ ლარის ქეისით. (ბიზნესპარტნიორი)