თბილისი (GBC) - სებ-მა მარტში ერთთვიანი სესხების გაცემა კვლავ გააქტიურა. ბანკებს 650 მილიონი ასესხა. ასევე გაზრდიოლია რეფინანსირების სესხები. მარტში 300 მლნ-ის გაიცა და ნაშთი 5 მლრდ-ს ასცდა
სამივე ინსტრუმენტით (ერთდღიანი, ერთკვირიანი,ერთთვიანი) გაცემული სესხების მოცულობა 7.4 მლრდ ლარია.
დაკრედიტების ბაზარზე მარტის აქტივობებით სებ-მა სისტემას 1 მლრდ -მდე ლიკვიდობა მიაწოდა (950 მლნ)
მარტში ნაღდ ფულზე მოთხოვნა შემცირდა, უმნიშვნელოდ, 8 მილიონით.
მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდებზე გარიგებები კვლავ არ დადებულა. კაპიტალის მეორადი ბაზარი უმოქმედოა უკვე 11/2023-დან.
სავალუტო აუქციონიც სებ-ს აღარ გაუმართავს. ბოლო იყო შარშან ოქტომბერში , ვალუტა 3-ჯერ რომ გამოიტანა. 8 ოქტომბერს ბანკებმა შეთავაზებული $60 მილიონიდან, $48.5 მლნ აითვისეს. 16 ოქტომბერს $70 მლნ-დან, $64.9 მილიონი.
მე-3 აუქციონი 25 ოქტომბერს გამართა და რაც გამოიტანა, $40 მილიონი, სულ გაყიდა.
წყარო: სებ-ი & BRG