თბილისი (GBC) – ირაკლი კობახიძე „საქართველოს კაპიტალის" დირექტორთა საბჭოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის სატრანზიტო როლს და დაკავშირებადობის ფუნქციას.

კობახიძე „საქართველოს კაპიტალის" აქციონერთა წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვაზე ეკონომიკის გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

„საქართველოს კაპიტალის" დირექტორთა საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ კობახიძისგან მიეღოთ ინფორმაცია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.