თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ „ახალი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში," მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში თემაზე: "ინოვაციების გავლენა საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებაზე".

განიხილეს ციფრული ინოვაციების გავლენა საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობაზე. ისაუბრეს ტექნოლოგიების როლზე (ავტომატიზაცია, რეალურ დროში მონაცემთა ინტეგრაცია და ანალიტიკა, პოლიტიკის ფორმირება).ასევე ბიუჯეტის შესრულების, ფინანსური ოპერაციების მართვასა და ფისკალური ანგარიშგების სისწრაფეზე, სიზუსტესა და სანდოობაზე.

ეკატერინე გუნცაძემ ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიების როლზე საჯარო ფინანსების მართვაში.

დისკუსიას მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი კაროლინა როდრიგესი.