თბილისი (GBC) - ვაშინგტონში, სსფ-ს და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის Clearstream-ის  ხელმძღვანელებს - იან ვილემსსა და კრისტიან როსლერს შეხვდა.

ნათია თურნავას ახლდა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი.

ისაუბრეს Clearstream-თან თანამშრომლობაზე, როგორც სავალუტო რეზერვების მართვის, სევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

აღინიშნა Clearstream-ის პოზიტიურ როლზე, საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებისთვის ქართულ ბაზარზე წვდომის გაადვილებაში.

იან ვილემსმა აღნიშნა, ქართულ საფინანსო ინსტიტუტების მზარდ როლზე რეგიონის ფინანსურ სექტორში.

ნათია თურნავამ Clearstream-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ევროპის ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა და ასევე აქტიურია გლობალური მასშტაბითაც.

მისივე თქმით, Clearstream-თან თანამშრომლობა საქართველოს ფინანსური სექტორის გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ხელს შეუწყობს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ქვეყნის ჩამოყალიბებას.

მხარეებმა ახალი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, უცხოელი ინვესტორებისთვის სახსრების დაბანდების რისკის შემცირების და ინვესტირების გაადვილებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.