თბილისი (GBC) - ციფრული ბანკის მმართველობით ორგანოს, პაპაშვილთან ერთად წარმადგენენ გოჩა მაცაბერიძე (თავმჯდომარის მოადგილე), ნანა ქებურია, თეონა მაკალათია და მერაბ კაკულია.

ციფრული ჰეშ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ლაშა პაპაშვილმა დაიკავა, რომელიც 20 აპრილამდე ეკავა ნანა ქებურიას, ვაითბითის ერთპიროვნულ დირექტორს.

გასული წლის ნოემბერში ლიცენზირებულ ციფრულ ჰეშ ბანკს, რომლის განთავსებული კაპიტალი 16.6 მლნ ლარია, სებ-ში ანგარიში ჯერ არ წარუდგენია.  შესაბამისად, საბანკო სექტორის Q1/2024-ის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში არ მონაწილეობს.

ციფრული ბანკის მმართველობით ორგანოს, პაპაშვილთან ერთად წარმადგენენ გოჩა მაცაბერიძე (თავმჯდომარის მოადგილე), ნანა ქებურია, თეონა მაკალათია და მერაბ კაკულია.

გოჩა მაცაბერიძის ინფორმაციით, საბჭოს წევრების გადაადგილება, არსებით ცვლილებებს არ უკავშირდება. პაპაშვილს და ქებურიას პოზიციები არც  სების რეკომენდაციით შეუცვლით. იურიდიული პროცედურაა მხოლოდ.

ლაშა პაპაშვილს, ვოლოდიმირ ნოსოვთან, თანაბარი წილობრივი მონაწილეობით (50%/50%) ასევე დაფუძნებული აქვს კრიპტობირჟა, ციფრული საფულე, იგივე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP) WhiteBIT, რომელიც სებმა აპრილში დაარეგისტრირა. ვაითბითი VASP-ის ლიცენზიას ასევე ფლობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის, ესპანეთსა და ლიეტუვაში.

საქართველოში გარკვეული კითხვები იყო გავრცელებულ ვერსიაზე, თითქოს კრიპტობირჟის დამფუძნებლები რუსეთს აფარებდნენ თავს, რაზეც რეგულატორმა დეტალურად განმარტა, რომ

საქართველოს ბაზრის სუბიექტები მკაცრი ზედამხედველობის ქვეშაა, რაც რისკების შესაძლო მატერიალიზებისას დეპოზიტარების სრულ დაცულობას უზრუნველყოფს.

(ბიზნესპარტნიორი)