თბილისი (GBC) - სალიზინგო კომპანიებს მსესხებელთა რაოდენობა კვლავ გაეზარდა. 

BRG-ის ინფორმაციით, 1 აპრილისთვის 22 449 აქტიური მსესხებელი ჰყავს. აგვისტოდან 3 000-ზე მეტითაა მომატებული (01.08.2024 – 19 700).

კრედიტინფოს განახლებული ინფორმაციით, მიდინარე წლის მარტში  საკრედიტო რეიტინგი 570 მომხმარებელს გაუუარესდა. პირველად დაუფიქსირდა 1 თვეზე მეტი ვადაგადაცილება.

01.04.2024 –ის მდგომარეობით, ლიზინგის პორტფელი 605 მლნ ლარამდეა გაზრდილი (01.08.2024 – 524 მლნ).

მთლიანად, კრედიტინფოს ბაზაში, 2 მლნ -მდე  (1 994 077)  აქტიური მსესხებლის (მისოს, სგს, მიკრობანკის ...)  ჩანაწერია. (კრედიტოინფოში მხოლოდ 10 მლნ ლარამდე მოცულობის სესხები ხვდება) და ბანკების დაბანდებაზე ჯამური პორტფელის (66.2 მლრდ ლარამდე) 93.7% (₾62 მლრდ) მოდის.

სალიზინგო ბაზარი 20-მდე კომპანიითაა წარმოდგენილი. თუმცა დომინირებს რამდენიმე, მ.შ. ძირითადად ბანკის შვილობილები: TBC ლიზინგი, BB ლიზინგი, ტერალიზინგი, კრისტალი, ალიანს ჯგუფი,  თეგეტა ლიზინგი.

სულ, საკრედიტო ბიუროში 8 სალიზინგო კომპანიის, 35 მისოს, 17 ბანკის (მ.შ. ახლახან დამატებული მიკრობანკების: კრისტალი, MBC),  2 სადაზღვევო და სხვა საფინანსო კომპანიების ინფორმაციაა აღრიცხული.

.