თბილისი (GBC) - საცალო დაკრედიტების ზრდა შენელდა, წლიურ (Y.Y) 14,7%-მდე. წლის დასაწყისიდან 1.7%პ-ით (01,2023 -16.4%Y.Y). მთლიანი დაკრედიტების ზრდა (14%Y.Y) სებ-ის პარამეტრებში ჯდება.

ბაზარზე მზარდი მოთხოვნის პირობებშიც სებ-ი რისკებს ვერ ხედავს. 13-14% მდგრადად მიიჩნევა და 15%-მდეც რომ გაიზარდოს მოთოკვის საჭიროება არ დგება.

თუმცა არც შემსუბუქების იმედი აქვს ბაზარს. აგვისტო იწურება და შესაბამისად სებ-ი შარშან აგვისტოში შემოღებული რეგულაციის გადახედვის პროცესს ასრულებს. დროებითი ნორმა, სამომხმარებლო სესხების ვადის 3-წლამდე შემცირების , 1 წლით შემოიფარგლება თუ კულავ (გაისად) გადაიხედება, სექტემბრის ბოლოს გაირკვევა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე (ფსკ),

ბანკების საცალო პორტყფელში  სამომხმარებლო სესხების  წილი კვლავ მაღალია H1/2023-ის მდგომარეობით, 14.7%-იან ზრდაში სამომხმარებლო კრედიტების წვლილი 6.7%-ია (L/m - 6,62%; L/Y - 9.7%).

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, ივნისში საცალო კლიენტებისთვის 807 მლნ-მდე ლარის მოცულობის 220 100 სამომხმარებლო სესხი გაიცა (L/m - 225 200; L/Y - 248 300), 17 800 სალომბარდე  და მხოლოდ 700 ერთეული ავტოსესხი დამტკიცდა.

საანგარიშო თვის ნაკადი 1 მილიონ ლარზე მეტი სესხია, თუმცა ეს რეალური გაცემები არ არის, რადგან ნაკადში (1/2) შედის რევოლვირებადი საკრედიტო პროდუქტებიც (ოვერდრაფტი; საკრედიტო ბარათი...).