საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში ნეპალის ფინანსთა მინისტრ სვარნიმ ვაგლეს შეხვდა, სადაც ნეპალის მხარე საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის, ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და საბიუჯეტო პროცესის სრულყოფის მიმართულებით განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება, მათ შორის საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების პრაქტიკა.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.

შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე დაესწრო.