თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი არაერთი წელია, ბიზნესის წამოწყებითა და განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ქმნის. ერთ-ერთი ასეთი პროექტია Businesscourse.ge, რომელმაც 2018 წლიდან ათობით ათას ადამიანს ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და სხვა არაერთი მიმართულებით ცოდნის მიღების შესაძლებლობა მისცა. პლატფორმაზე რეგისტრაცია თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის, ვიდეოლექციების ნახვა კი შესაძლებელია სასურველ დროს, დისტანციურად.

Businesscourse.ge-ზე განსაკუთრებული ინტერესით ფინანსების მართვაზე კურსები სარგებლობს. მათ შორისაა:

კორპორაციული ფინანსები და აუდიტი

კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, როგორ მართოთ კორპორაციული ფინანსები ეფექტურად სასურველი შედეგების მისაღწევად. გაეცნობით: აუდიტის შინაარსს, მიზანს, სარგებელს, ეტაპებსა და აუდიტორული დასკვნის სახეებს. კურსი შედგენილია საქართველოს აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსისა და FinanceHouse.ge-ს დამფუძნებლის, თორნიკე შერმადინის-მიერ.

დარეგისტრირდით ბიზნესკურსზე აქ.

როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება

კურსი განკუთვნილია როგორც ტურიზმის, ასევე წარმოების, ტექნოლოგიური, მწვანე და სხვა ბიზნესებისთვის. კურსის დასრულების შემდეგ, დაფინანსების მიღების შესაძლებლობების გარდა, ასევე გეცოდინებათ, როგორ განსაზღვროთ რისკები, შეაფასოთ კონკურენცია ბაზარზე, დაწეროთ გრანტი და სხვ. კურსი მოამზადა ლარისა პატარაიამ, საკონსულტაციო/კვლევითი კომპანიის, Start – Business Solutions-ის, მმართველმა პარტნიორმა.

დარეგისტრირდით ბიზნესკურსზე აქ.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

ამ კურსზე გაიგებთ, როგორ უნდა მოიზიდოთ დამატებითი კაპიტალი ბიზნესისთვის, როდის არის რეკომენდებული დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, როგორ უნდა მართოთ მოლოდინები და სხვა. კურსი მოამზადა გიგა ფაიქიძემ, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს მმართველმა პარტნიორმა და SMEDA-ს ხელმძღვანელმა.

დარეგისტრირდით ბიზნესკურსზე აქ.

პრაქტიკული ბიუჯეტირების საწყისები

კურსი — პრაქტიკული ბიუჯეტირების საწყისები დაგეხმარებათ სწორად დაგეგმოთ ბიუჯეტი და ეფექტურად მართოთ კომპანიის ფინანსები, ასევე, შეიმუშაოთ გაყიდვების გეგმა, გაეცნოთ საოპერაციო / ფულადი ნაკადების მოძრაობის ბიუჯეტის ძირითად პრინციპებს და გაიგოთ, თუ რა არის what if ანალიზი. კურსი მომზადებულია Cresco Consulting-ის მმართველი პარტნიორის, ეკატერინე პაპიაშვილის, მიერ.

დარეგისტრირდით ბიზნესკურსზე აქ.

ბუღალტერია მენეჯერებისთვის

აღნიშნულ კურსზე მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ კომპანიის ბუღალტერიის სწორ წარმართვაში. კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო კომპანიის და ვირტუალური ზონის კომპანიის სტატუსი და რა შეღავათებით სარგებლობენ ამ სტატუსების მატარებელი კომპანიები. ასევე შეიტყობთ, თუ რა უპირატესობები აქვს შიდა ბუღალტერიას და ბუღალტერიის აუთსორსზე გატანას. კურსი მომზადებულია კომპანია ენთების პარტნიორის, ნიკა წიკლაურის მიერ.

დარეგისტრირდით ბიზნესკურსზე აქ.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.