თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკის ინფორმაციით, Generation Builders ახალ დეველოპერულ პროექტს - Tower Ketevan მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ, ქეთევან დედოფლის #62-ში ახორციელებს. 

ჯამური ღირებულება 6.9 მლნ. დოლარია. საქართველოს ბანკის დაფინანსება 4.5 მლნ. დოლარი.

აღნიშნული პროექტი პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც 15 სართულიან საცხოვრებელ სახლს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს აერთიანებს.

კომპლექსის მშენებლობა 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და 2026 წლის აგვისტოში დასრულდება.

ინფორმაციისთვის, 31 ივლისის ჩათვლით,  სოლო მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს.  შეიძინეთ ბინა Tower Ketevani-ში, თანხის მინ. 30%-იანი გადახდის შემთხვევაში  5%-იანი ფასდაკლებით, ხოლო, სრულად გადახდისას − 6%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

„საქართველოს ბანკისთვის სამშენებლო დეველოპერულ სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელში. ბიზნესის ხელშეწყობა და მათთვის საიმედო პარტნიორობის გაწევა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული პროექტის სტრატეგიული ადგილმდებარეობა მცხოვრებლებისთვის როგორც ყოველდღიური კომფორტს, ასევე საინვესტიციოდ მნიშვნელოვან პოტენციალს უზრუნველყოფს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა გიორგი სახვაძემ