წლიური ინფლაცია 4.6%-ია - სურსათსა და ჯანდაცვაზე ფასები კვლავ იზრდება
რაც შეეხება საბაზო
ინფლაციას, აღნიშნულმა
მაჩვენებელმა 2026 წლის
თებერვალში, გასული წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით 2.7% შეადგინა,
ხოლო თამბაქოს გარეშე
წლიური საბაზო ინფლაციის
მაჩვენებელი 2.4%-ით
განისაზღვრა.საქსტატის
მონაცემებით, ყოველთვიური
ინფლაციის მაჩვენებლის
ფორმირებაზე ძირითადი
გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: ტრანსპორტი:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
1.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე
0.18 პ.პ.-ით აისახა. ფასები
გაიზარდა სატრანსპორტო
მომსახურებასა (5.5%) და
პირადი სატრანსპორტო
საშუალებების
ექსპლუატაციაზე
(1.2%);სხვადასხვა საქონელი და
მომსახურება: ჯგუფში
ფასები გაიზარდა 2.9%-ით, რაც
0.15 პ.პ.-ით აისახა მთლიან
ინდექსზე. ფასები,
ძირითადად, მომატებულია
ქვეჯგუფებზე: პირადი
ნივთები, სხვა
კატეგორიებში ჩაურთველი
(17.9%) და პირადი ჰიგიენა
(0.8%);ალკოჰოლური სასმელები,
თამბაქო: ფასები გაიზარდა
1.3%-ით. შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა თვის ინდექსში 0.08
პ.პ. შეადგინა. ფასები
გაიზარდა როგორც
ალკოჰოლურ სასმელებზე (2.2%),
ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.7
პროცენტი);სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები შემცირდა
0.3%-ით, რაც თვის ინფლაციაზე
-0.13 პ.პ.-ით აისახა. ფასები
შემცირებულია
ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და
კვერცხი (-3.5%), შაქარი, ჯემი და
სხვა ტკბილეული (-3.2%), ყავა,
ჩაი და კაკაო (-2.7%), ზეთი და
ცხიმი (-0.9%), პური და
პურპროდუქტები (-0.5%).
ამასთან, ფასები გაიზარდა
ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და
ბაღჩეული (4.6%), მინერალური და
წყაროს წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (3.1%), თევზეული (1.9%),
ხილი და ყურძენი (1.6%), ხორცი
და ხორცის პროდუქტები
(0.6%).წლიური ინფლაციის
ფორმირებაზე ძირითადი
გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
9.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
3.2 პ.პ.-ით აისახა. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
თევზეული (23.1%), პური და
პურპროდუქტები (13.8%), ხილი და
ყურძენი (13.3%), ბოსტნეული და
ბაღჩეული (10.2%), ხორცი და
ხორცის პროდუქტები (9.6%),
შაქარი, ჯემი და სხვა
ტკბილეული (9.4%), ზეთი და
ცხიმი (7.1%), ყავა, ჩაი და კაკაო
(5.9%), მინერალური და წყაროს
წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (5.3%), რძე, ყველი და
კვერცხი (5.3%);ჯანმრთელობის
დაცვა: ჯგუფში ფასები
მომატებულია 5.9%-ით, რაც
წლიურ ინფლაციაზე 0.5 პ.პ.-ით
აისახა. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
სამედიცინო პროდუქცია,
აპარატურა და მოწყობილობა
(8.1%), ამბულატორიული
სამედიცინო მომსახურება
(5.6%), საავადმყოფოების
მომსახურება
(1.7%);სხვადასხვა საქონელი და
მომსახურება: ჯგუფში
ფასები გაიზარდა 9.8%-ით, რაც
0.48 პ.პ.-ით აისახა მთლიან
ინდექსზე. ფასები,
ძირითადად, მომატებულია
ქვეჯგუფებზე: პირადი
ნივთები, სხვა
კატეგორიებში ჩაურთველი
(57.8%), დაზღვევა (8.5%), პირადი
ჰიგიენა (4.5%);ალკოჰოლური
სასმელებისა და თამბაქოს
ჯგუფში ფასები გაიზარდა
4.3%-ით, რაც 0.28 პ.პ.-ით აისახა
მთლიან ინდექსზე. მოცემულ
პერიოდში ფასები
გაზრდილია როგორც
თამბაქოს ნაწარმზე (7.1%), ისე
ალკოჰოლურ სასმელებზე (1.4%).