თბილისი (GBC) - საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) გასულ კვირას 6.72% შემოსავლიანობით ივაჭრებოდა. კვირის ვაჭრობა 98.2-ით დაიხურა.
გაზაფხულთან შედარებით ევრობონდი გაძვირებულია (03/2025 - 95.5), განაკვეთი უმნიშვნელოდ შეცვლილია. მარტში 7% სარგებლით ივაჭრებოდა.
G&T-ის მიმოხილვით, ამ დროისთვის ფასიანი ქაღალდის Z-სპრედი 288.6 bps-ია (საბაზისო პუნქტი – %პX100). z-spread ერთგვარი ცვლადია, დისკონტირების სპრედი მის შესადარ აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებთან. მარტში აღნიშნული მაჩვენებელი 306.7-ს შეადგენდა.
ქვეყნის ბონდის გასაქანს გარკვეულწილად განსაზღვრავს ქვეყნს სუვერენული რეიტინგი, რომელიც Fitсh-მა შარშან არ გაგვიუარესა, BB დონეზე დატოვა, თუმცა პერსპექტივა “სტაბილური” “ნეგატიურით". ამასთან ტრენდი ძირითადად აშშ-ს გრძელვადიან ობლიგაციებს მიყვება
საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციის (GRAIL) ფასიც დაწეულია. G&T-ის სტატისტიკით, გასულ კვირას 94-ად ივაჭრებოდა, 6.5%-იანი შემოსავლიანობით (03/2025 - 88,4; 8.1%).
როგორც იცით, საქართველოს რკინიგზამ (GR) ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2012 წელს გამოშვებული, $500 მილიონის ბონდები (ვადა 10 წელი, განაკვეთი -7.75%), 7 წლიანი მწვანე ევროობლიგაციებით (განაკვეთი 4%) ვადამდე, 2021 წელს დაფარა.
მოზიდული ფული, ძირითადად, 10 წლიანის გადაფარვას მოხმარდა. $ 50 მლნ -ის მიზნობრიობა იყო ინფრასტრუქტურულ პროექტების დაფინანსება.
2021 წელს განთავსდა ასევე ქვეყნის სუვერენული 5-წლიანი ბონდები, 2.75%-ად, აპრილში (ვადა ეწურება გაისად , აპრილში) 12.04.2021-ში ამოეწურა ვადა წინა ემისიას, 2011 წელს ემიტირებულ 10 წლიან ევრობონდებს (6.875%)