თბილისი (GBC) - სასესხო რეგულაციები, რომელიც ეტაპობრივად მკაცრდება (2018-2025) დიადი მიზნებისთვის, მ.შ. ჭარბვალიანობისგან მსესხებლის და ბანკების პორტფელის დოლარიზაციისგან დასაცავად, არც დეველოპერების გადასარჩენად შემსუბუქდება.
დეველოპერების ბოლო დროის გამოწვევა ფულის უკმარისობაა, რაც პროექტების დასრულებაში უშლით ხელს. თუმცა როგორც დამკრედიტებლები აცხადებენ, პრობლემები მხოლოდ წვრილი დეველოპერების წინაშეა.
უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებზე რამდენიმე ბანკირს ვესაუბრეთ, მ.შ. იშბანკის კომერციულ დირექტორს უჩა სარალიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება. ფასი სტაბილურია. მცირე კომპანიებს ცოტა გაუჭირდა, თუმცა ბაზარზე არ აისახა. მათი ქესიები ბრენდირებულმა კომპანიებმა გადაიბარეს.
სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა გაუთვლელად ნებისმიერ შერბილებას გამორიცხავს. რადგან რეგულატორი შესაძლებლობებს ფინანსური სტაბილურობის პრიზმაში ხედავს. მისი ინფორმაციით, სებ-ი იზიარებს დეველოპერების წუხილს, თუმცა კაპიტალის და საბრუნავი სახსრების მკაცრი თანაფარდობის არსებული მოთხოვნის პირობებში, რაც შესაძლებელია მხოლოდ იმის ფარგლებში იმოქმედებს.
ბანკირების თქმით, რამდენიმე კომბინაცია განიხილება, მ.შ. ბანკში კლიენტის გაყინული თანხის გაცოცხლება. გირაოს ბაზის გაფართოება, თუმცა შესაძლო შერბილების პირობებშიც კლიენტს მაინც ბანკი უწყვეტს რისკების შეფასებით. შესაბამისად ბანკი და სესხი მაინც ნაკლებ რისკიანს ერგება, მსხვილ,ბრენდირებულ კომპანიას. გაჭირვებულ წვრილს კი ისევ ერთი გამოსავალი რჩება - აქტივების სარფიანად გაყიდვა. ამ მიმართულებით რამდენად არის კონკურენცია და რამდენად ჯანსაღია, აღარ გვიკითხავს. მპკ-ს 5 ნოემბრის სხდომას დაველოდებით და იქამდე სებ-ის პაკეტიც ცნობილი გახდება.
სებ-ის პრეზიდენტმა თქვა რომ შეხედავენ, ძალიან მკარი მონიტორინგის ქვეშ, ცალკეული პროექტების შემთხვევაში სესხი/კაპიტალის თანაფარდობა ოდნავ თუ შერბილდება
სებ-მა თანამონაწილეობის მოთხოვნა კი შეამცირა, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, 15%-დან 10%-ნდე, თუმცა რისკიან ქეისებზე ბანკი მაინც ≥15%-იან ზღვარს იჭერს.