თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ვალის მთლიანმა მოცულობამ $9.5 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $200 მლნ-ზე მეტად არის გაზრდილი.

ვალის მოცულობის მატება პირდაპირ კავშირშია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაფორმებულ ახალ საკრედიტო შეთანხმებებთან. აღნიშნული სესხები ძირითადად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ხმარდება. მათ შორის, ერთ-ერთი უმსხვილესია აზიის განვითარების ბანკთან (ADB) გაფორმებული 360-მილიონიანი კონტრაქტი, რომელიც ბათუმი-სარფის მაგისტრალისა და გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.

საქართველოს საგარეო ვალის პორტფელში ყველაზე დიდი წილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს უკავიათ.

კრედიტორი ვალის ნაშთი
აზიის განვითარების ბანკი (ADB) $2.61 მილიარდი
მსოფლიო ბანკის ჯგუფი $2.32 მილიარდი 
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) $1.23 მილიარდი 
საფრანგეთი (AFD) $890 მილიონი 
ევრობონდი $602 მილიონი 
გერმანია (KFW) $590 მილიონი 
სების ვალი IMF-ის მიმართ $306 მილიონი 
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) $248 მილიონი 
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $235 მილიონი 
ევროკავშირი (EU) $159 მილიონი 
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ $154 მილიონი 
იაპონია $113 მილიონი 
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) $38 მილიონი 
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) $17 მილიონი 
ავსტრია $10 მილიონი 
ქუვეითი $7 მილიონი 
NEFCO $5 მილიონი 
ამერიკის შეერთებული შტატები $4 მილიონი 

წყარო: ფინანსთა სამინისტრო