თბილისი (GBC) - საქართველოში Bybit შემოვიდა. მსოფლიოში კრიპტოაქტივების სიდიდით მე-2 ბირჟის წარმომადგენლობის ოფიციალურ გახსნაზე, რომელშიც ეკონომიკის მინისტრი და სებ-ის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ, ხქვეყნს ფინანსური სექტორის მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე აღინიშნა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Bybit-მა ოპერირება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერისა (VASP) და საგადახდო სერვისის პროვაიდერის (PSP) რეგისტრაციის საფუძველზე დაიწყო.

შეხვედრაზე Bybit Georgia-მ Mastercard-თან ერთად ბაზარზე პწარადგინა Bybit Card, რომელიც მომხმარებელს    ციფრული აქტივებით ანგარიშსწორების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

სამინისტროს ინფორმაციით Bybit ევროკავშირში ავტორიზებული პლატფორმით ოპერირებს. მისი გლობალური ყოველდღიური ბრუნვა ათეულობით მილიარდი დოლარია.

პრეზენტაციას დაესწრნენ საერთაშორისო პარტნიორები და ბიზნეს სექტორის. მათ შორის Pave Bank-ის და Tether-ის წარმომადგენლები.