თბილისი (GBC) - "სარფი", - გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 28 079 ლარი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში იუწყებიან, რომ საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.