თბილისი (GBC) - სავალუტო რეზერვები შემცირდა. 01.11.2024 -ის მდგომარეობით, ქვეყნის სარეზერვო აქტივები $4.08 მლრდ-ია (L/m - $4.712 მლრდ; L/Y - 5.1 მლრდ). მ.შ. 627 აშშ დოლარის ღირებულების  ოქროა და 2.99 მლრდ აშშ დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვები. სარეზერვო აქტივები წლიურად 1/5-ით არის დაკლებული.

სექტემბერ-ოქტომბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები $750 მილიონზე მეტით შემცირდა, აგვისტოს $167 მილიონიანი მატების შემდეგ.

რეზერვებზე ზრდის მიმართულებით სავალუტო ინტერვენციებით წმინდა შესყიდვები, მთავრობის მიერ მიღებული სავალუტო ჩარიცხვები, რეზერვებზე საპროცენტო შემოსავლები და მონეტარული ოქროს გადაფასება მოქმედებს. შემცირების მიმართულებით მთავრობის სავალუტო ხარჯები .

სექტემბერში, სამთავრობო კონვერტაციებით, სებ-მა $65 მლნ გაყიდა. აუქციონი არ  გაუმართავს BMatch -ზე კი  წმინდა გაყიდვებმა 106.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მთლიანობაში სამივე ინსტრუმენტით აგვისტო -სექტემბერში უცხოური აქტივების $200 მლნ-მდე კლება განაპირობა. სამთავრობო კონვერტაციებით აგვისტოს სებ-ის გაყიდვები $62 მლნ-მდეა. აუქციონით არ უვაჭრია.  $41 მილიონია BMatch პლატფორმაზე წმინდა შესყიდვები.

ოქტომბერში  4 აუქციონზე სებ-მა $215 მლნ-მდე გაყიდა. ასე რომ სალდო სექტემბერ-ოქტომბერში შეცვლილია, აღარ არის დადებითი. სებ-მა უფრო მეტი გაყიდა ვიდრე იყიდა.

ქვეყნის სავალუტო რეზერვების ოპტიმალურ მართვაზე და შარშანდელ $1.3 მლრდ-იან შესყიდვაზე, სებ-ის  მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თამთა სოფრომაძემ რადიო "იმედში"ისაუბრა. აღნიშნა, რომ შარშან სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა რეგულატორს მსხვილი შესყიდვის შესაძლებლობას აძლევდა. ასევე 2024 წლის I ნახევარში.

წინა შესყიდვები სებ-ს ახლა გამოდგა, ლარის ბოლოდროინდელი მერყეობის გასაწონასწორებლად. წნეხი გაცვლით კურსზე ფუნდამენტური ფაქტორებით არ იყო გამოწვეული, ის წინასაარჩევნო პერიოდის გაურკვევლობიდან გამომდინარეა. ამ ფონზე ბაზარზე მსხვილი ერთჯერადი შესყიდვებია. ამასთან საბანკო დივიდენდების გადახდაც დაემთხვა.

მანამდე, სებ-ის პრევენციული ღონისძიებების მიზანშეწონილობაზე  სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ დახარჯულ რეზერვებს ისევ შევავსებთ. 

სებ-ი საერთაშორისო რეზერვების მართვის სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებს, რომელიც თანხვედრაშია სხვა ცენტრალური ბანკების პრაქტიკასთან, სადაც გაცვლითი მცურავი კურსის რეჟიმი მოქმედებს.

სარზ. აქტივები  ($)

      რეზერვები ($)

           ოქრო  ($)

 

                      

              5 118 801,0

             4 665 802,6

 

31/10

2024                 

              5 121 730,5

             4 658 279,7

 

30/11

2024                   

              5 009 602,4

             4 553 724,9

 

31/12

2024                    

              4 853 202,4

             4 386 587,7

 

31/01

2024                 

              4 746 320,9

             4 295 521,4

 

29/02

2024            

              4 776 893,9

             3 994 734,3

           332 152,5

31/03

2024

              4 814 276,1

             3 839 217,7

           529 405,7

30/04

2024

              4 599 953,5

             3 601 234,4

           538 871,7

31/05

2024

              4 580 962,9

             3 586 673,3

           534 890,3

30/06

2024

              4 671 493,0

             3 646 413,9

           556 782,5

31/07

2024

              4 838 538,0

             3 794 810,8

           576 758,5

31/08

2024

              4 712 421,4

             3 635 299,7

           603 515,7

30/09

2024

              4 084 919.0

             2 994 751

           627 427.3

31/10

2024