თბილისი (GBC) - სებ-ის სტატისტიკით, სამთავრობო ოპერაციებით საბანკო სისტემას იანვარ-თებერვალში  ლიკვიდობა 190 მლნ ლარით გაეზარდა.

 მ.შ. იანვარში (სებ-ის თვის მიმოხილვის თანახმად) სებ-მა მთავრობას ლარი დაუკონვერტა და $35.7 მილიონი მიაწოდა.

სებ-ის ინფორმაციით (თვის მიმოხილვა), მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით ($35.7 მლნ) და BMatch -ზე სებ-ის შესყიდვებით ($155.2) წმინდა უცხოური აქტივები $119.5 მლნ-ით გაიზარდა.

სებ-ს BMatch-ზე შესყიდვები თითქმის გაორმაგებული აქვს (დეკემბრის შესყიდვები: $91.4 მლნ;  სავალუტო რეზერვების ზრდა $160 მლნ-ით).

თებერვალში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 27 მლნ ლარით შემცირდა (იანვარში 295 მლნ ლარით, დეკემბერში კი განაღდებების 270 მლნ-მდე ზრდა აღინიშნა).

სებ-ის სტატისტიკით, რეფინანსირების სესხების ნაშთი 1,3 მლნ ლარია, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის, კი 314 მლნ ლარი (სუბსიდირების ეს ინსტრუმენტი აპრილში სრულდება).

წყარო: (ბიზნესპარტნიორი)